მოქალაქეები გვეკითხებიან, როდის შეძლებენ საკუთარ ქალაქში დაბრუნებას, დაბრუნება ჯერ ადრეა - ირპენის მერი

ირპენში მოსახლეობა უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ქალაქის მერი, ალექსანდრე მარკუშინი ვიდეომიმართვაში აცხადებს. მისი თქმით, მოქალაქეებისთვის ადგილზე დაბრუნებაზე საუბარი ჯერ ადრეა.
მოქალაქეები გვეკითხებიან, როდის შეძლებენ საკუთარ ქალაქში დაბრუნებას. ახლა მხოლოდ კომუნიკაციის აღდგენას ვცდილობთ, მაგრამ დაბრუნება ჯერ ადრეა. ჯერ ისევ ოკუპანტების მოტანილ ზარალს ვითვლით 2000 ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი. ჯერ არ ვიცით ეს ხალხი სად უნდა გადავიყვანოთ", - ამბობს ვიდეომიმართვაში ალექსანდრე მარკუშინი.