რუსების ,,საპატიო" ბრიგადა უკრაინიდან ნაპარავი უნიტაზებით გარბოდა -სერგეი კისლიცა

20.04.22 17:21
რუსების ,,საპატიო" ბრიგადა უკრაინიდან ნაპარავი უნიტაზებით გარბოდა -სერგეი კისლიცა

რუსების საპატიო ბრიგადა უკრაინიდან ნაპარავი უნიტაზებით გარბოდა - ამის შესახებ ,,გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში" უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერგეი კისლიცამ, გაეროს უშიშროების სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, პუტინმა რუსეთის ფედერაციის 64-ე მოტომსროლელ ბრიგადას გვარდიის საპატიო წოდება მიანიჭა და არგუმენტად ის ფაქტი მოიშველია, რომ აღნიშნული ბრიგადის მებრძოლებს ახასიათებთ მასობრივი გმირობა, სიმტკიცე და ვაჟკაცობა.

თუმცა, კისლიცას მტკიცებით, ამ ბრიგადის ჯარისკაცებმა ქალაქ ბუჩაში ნამდვილი ტერორი მოუწყვეს ადგილობრივ მოსახლეობას, ისინი კლავდნენ, აუპატიურებდნენ მშვიდობიან, უიარაღო ხალხს, ბავშვებს, ქალებს, უკრაინელ მებრძოლებთან შეტაკებებს და ბრძოლებს კი თავს არიდებდნენ.

მათ სიმტკიცე მხოლოდ ერთ რამეში გამოიჩინეს, როცა უკრაინის არმიისგან გარბოდნენ, თავიანთი ნაძარცვი ქონება არ დატოვეს, სარეცხი მანქანები და ნახმარი უნიტაზები სახლში წაიღეს. მათ დატოვეს საბრძოლო მასალა, რათა მანქანები კომპიუტერებითა და ტელევიზორებით, ტანსაცმლით, ტელეფონებით დაეტენათ - განაცხადა გაერო-ს სხდომაზე კისლიცამ.

 

მსგავსი სიახლეები