ირპენში მძლავრი საავიაციო ბომბი იპოვეს - სპეციალისტები მის განეიტრალებას ცდილობენ

ირპენში, სამხედრო ჰოსპიტალთან მძლავრი საავიაციო ბომბი იპოვეს. ბომბის სიდიდის გამო, მისი ადგილიდან გადატანა ვერ ხერხდება. ახლა სპეციალისტების მი განეიტრალებას ცდილობენ. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, ბომბის აფეთქების შემთხვევაში მისი სიმძლავრე ბევრ მსხვერპლს გამოიწვევს.