ლვოვში აგრესორების ავიაერიშისგან დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს კრძალავენ

20.04.22 17:34
ლვოვში აგრესორების ავიაერიშისგან დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს კრძალავენ

ლვოვში იმ ადამიანებს კრძალავენ, ვინც ოკუპანტების ავიაიერიშს ემსხვერპლა. ქალაქში დაბომბვას არავის ელოდა და ამის გამო უკრაინის ხელისუფლებამ ლვოვში ის მშვიდობიანი მოქალაქეები გადაიყვანა, ვინც ომის საშინელებას გადაურჩა.

რამდენიმე საათიან ავიაიერიშს ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ლვოვში უკვე უსაფრთხოების განცდა აღარ აქვთ.

პატარა შვილი დარჩა, რომელიც სკოლაში წელს უნდა მისულიყო. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. საზარელი სიკვდილით დაიღუპა ადამიანი, რომელიც სრულიად უდანაშაულო იყო.

გვეშინია, ნებისმიერ დროს შეიძლება, ჩვენც რაკეტა დაგვეცეს. აღარ აქვს მნიშვნელობა, სამხედრო ხარ, თუ მოქალაქე, თუ უკრაინის ტერიტორიაზე ხარ, გესვრიან. 

ვცდილობთ, ოკუპანტს დავემალოთ თავშესაფრებში, თორემ შეიძლება, ქუჩაში გამოსვლა სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს, - ამბობს ადგილობრივი.

მსგავსი სიახლეები