გაერო უკრაინაში 4 დღიანი ,,სააღდგომო ჰუმანიტარული პაუზის" აღების ინიციატივით გამოდის

უკრაინა მხარს უჭერს გაერო-ს გენმდივნის, ანტონიო გუტერიშას, ინიციატივას, დაწესდეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ოთხდღიანი ,,საააღდგომო ჰუმანიტარული პაუზა". ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მადლობელი ვართ გაეროს გენმდივნის ინიციატივის გამო, რომელიც გულისხმობს უკრაინის ტერიტორიაზე 4 დღიან ჰუმანიტარულ პაუზას, რომელიც უნდა დაიწყოს ხუთშაბათს, 21 აპრილს.
ვიზიარებთ შეხედულებას, რომ ჰუმანიტარული პაუზა აუცილებელია ათასობით სამოქალაქო პირის გამოსაყვანად ცხელი წერტილებიდან, პირველ რიგში კი მარიუპოლიდან.- ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოფიციალური კიევი ითხოვს, რომ ე.წ. ,,სიჩუმის დღეებში" რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე, ქალაქებზე, ასევე უნდა უზრუნველყოს ჰუმანიტარული კორიდორების უსაფრთხოება.