უკრაინაში დაახლოებით 90 000 რუსი სამხედრო იმყოფება, 22 000 - საზღვრებზე ბუჩქებში იმალება - არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის უკრაინაში დაახლოებით 90 000 რუსი სამხედრო იმყოფება.
„დაახლოებით 90 000 ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა და სადღაც 22 000 საზღვრებზე ბედნიერად იმალება ბუჩქებში და წერს მოხსენებებს დედიკოებს და მამიკოებს: „არ გვინდა ბრძოლა, აქ საშინელებაა, შეიძლება აქედან წავიდე“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.