რუსეთმა გაეროს შეთავაზებულ სააღდგომო ჰუმანიტარულ პაუზაზე უარი თქვა

რუსეთმა გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტიერეშის მოწოდებას უკრაინაში სააღდგომო დღეებში ჰუმანიტარული პაუზა აეღოთ, უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გაეროს უკრაინის მუდმივ წარმომადგენელზე სერგეი კისლიცაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ანტონიუ გუტიერეშმა 21 აპრილს „სააღდგომო ჰუმანიტარული შესვენებისკენ“ მოგვიწოდა, რათა მოქალაქეთა ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული კორიდორები მოეწყოს. მოსკოვის ფიურერის პოზიცია რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა უშიშროების საბჭოზე“, - წერს კისლიცია.
ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა მდივანმა ომში მონაწილე მხარეებს „სააღდგომო მშვიდობის“ დამყარება 21 აპრილიდან მართლმადიდებლურ სააღდგომო კვირამდე სთხოვა.