ბოროდიანკაში საერთო საფლავებში კიდევ 9 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

21.04.22 11:07
ბოროდიანკაში საერთო საფლავებში კიდევ 9 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

ბოროდიანკაში 2 საერთო საფლავი იპოვეს, საიდანაც 9 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. ერთ საფლავში სამართალდამცავებმა 2 კაცისა და 15 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს, მეორეში კი 4 კაცისა და 2 ქალის. დაღუპულთაგან ორის ვინაობა უცნობია. 

ეს ადამიანები ოკუპანტებმა დახოცეს, ზოგიერთ მსხვერპლს წამების ნიშნები ეტყობა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. რუსმა სამხედროებმა განზრახ დახვრიტეს მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც წინააღმდეგობას არ უწევდნენ და საფრთხეს არ წარმოადგენდნენ". - აცხადებს კიევის ოლქის პოლიციის უფროსი, ანდრი ნებიტოვი.

 

 

მსგავსი სიახლეები