არახამია და პოდოლიაკი მზად არიან მარიუპოლში ჩავიდნენ
ქალაქიდან სამხედრო გარნიზონის და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია - უკრაინის რადის დეპუტატი დავით არახამია და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან მარიუპოლში ჩავიდნენ და რუსულ მხარესთან ამ საკითხებზე მოლაპარაკებები გამართონ.
დავით არახამიას თქმით, მზად არიან მოსალაპარაკებლად მარიუპოლში ნებისმიერ მომენტში გაემგზავრონ, როგორც კი რუსული მხარისგან დასტურს მიიღებენ.
არახამია ტელეგრამ-არხზე ასევე წერს, რომ მუდმივი კავშირი აქვთ მარიუპოლში მყოფ უკრაინულ ძალებთან და 20 აპრილს, ქალაქის დამცველებთან საუბრისას გახმოვანდა წინადადება, რომ მოლაპარაკების რაუნდი მარიუპოლში ჩატარდეს.