"არ არსებობს სიტყვები იმის ასახსნელად, რასაც ახლა ვგრძნობ, არა როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, არამედ როგორც მამა" - მიშელი

21.04.22 12:20
"არ არსებობს სიტყვები იმის ასახსნელად, რასაც ახლა ვგრძნობ, არა როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, არამედ როგორც მამა" - მიშელი

"არ არსებობს სიტყვები იმის ასახსნელად, რასაც ახლა ვგრძნობ. არა როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, არამედ როგორც მამა, როგორც ადამიანი"- ეს სიტყვები  შარლ მიშელმა უკრაინის ქალაქ ბოროდიანკადან დაბრუნების შემდეგ განაცხადა. 

ეს სისასტიკეა, ეს ომის დანაშაულებია, ისინი უნდა დაისაჯონ, დაისჯებიან კიდეც, მათ უნდა გადაიხადონ იმისთვის, რაც უკრაინის ქალაქებში ჩაიდინეს. ახლა მე ხალხზე, ჯარისკეცებზე ვფიქრობ. მოქალაქეებზე დომბასიდან, მარიუპოლიდან და სხვა ქალაქებიდან. ისინი იბრძვიან დამოუკიდებელი უკრაინისთვის და მათთან ერთად ჩვენც ვიბრძვით ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ უკრაინას დავეხმაროთ"- თქვა მიშელმა.