„ჩაკეტეთ ზონა ისე, რომ ბუზი არ გამოფრინდეს“ - პუტინმა “აზოვსტალზე” შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა

21.04.22 12:26
„ჩაკეტეთ ზონა ისე, რომ ბუზი არ გამოფრინდეს“ - პუტინმა “აზოვსტალზე” შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა

„ჩაკეტეთ ეს ინდუსტრიული ზონა, რომ ბუზი არ გამოფრინდეს“, - პუტინმა მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხანაზე შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა.

“ინდუსტრიული ზონის შემოთავაზებული შტურმი მიზანშეუწყონლად მიმაჩნია. მე ვბრძანებ მის გაუქმებას“, - უთხრა აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრ შოიგუს.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, მაგრამ მით უმეტეს ამ შემთხვევაში, ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. არ არის საჭირო ამ კატაკომბებში შესვლა და მიწისქვეშეთში ხოხვა ამ სამრეწველო ობიექტების გასწვრივ“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება შოიგუს მან მარიუპოლს “ნაციონალისტური აზოვის დედაქალაქი უწოდა“ და თქვა, რომ ქალაქს სრულად აკონტროოლებენ. 

“უკრაინელი ბოევიკები და უცხოელი დაქირავებულები იქ საიმედოდ არიან ჩაკეტილები“– თქვა შოიგუმ.