ომის დაწყებიდან დღემდე ლიკვიდირებულია 21 000 ოკუპანტი - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

21.04.22 12:31
ომის დაწყებიდან დღემდე ლიკვიდირებულია 21 000 ოკუპანტი - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, მოკლულია 21 000 რუსი სამხედრო - ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი აქვეყნებს. 

რუსეთის ჯამური საბრძოლო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე შეადგენს:

  • პერსონალი - 21 000 სამხედრო,
  • ტანკები - 829
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 2 118
  • საარტილერიო სისტემები - 393
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] - 136
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 67
  • თვითმფრინავი -  172
  • ვერტმფრენები - 151
  • გემები / ნავები - 8
  • საწვავის ავზები - 76
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 166
  • სპეციალური აღჭურვილობა - 27

გენერალურმა შტაბის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება, რადგან დათვლას ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები.