პუტინის სურვილია, დანგრეული ქალაქის ფონზე გამოაცხადოს გამარჯვება, რომელიც არ არსებობს - უკრაინის პასუხი პუტინს
„აზოვსტალში“ მყოფი უკრაინელი მებრძოლებისა და მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება - ასე პასუხობს მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას.
უნდა მივაქციოთ ყურადღება პუტინის სიტყვებს (თუ მათ დავუჯერებთ), ის ამბობს არა შტურმის გაუქმებაზე, არამედ სრულ ალყაზე. არსებითად, „აზოვსტალში“ მყოფი ჩვენი მცველებისა და სამოქალაქო პირებისთვის არაფერი შეიცვლება. აქ არის მხოლოდ პუტინის სურვილი, დანგრეული ქალაქის ფონზე როგორმე გამოაცხადოს გამარჯვება, რომელიც არ არსებობს“, - წერს „ტელეგრამ“ არხზე მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო.
პუტინმა „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონის შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა.