რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, რუსული შეიარაღებული ძალები კი ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა იყოს აღიარებული - ზელენსკი

21.04.22 12:53
რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, რუსული შეიარაღებული ძალები კი ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა იყოს აღიარებული - ზელენსკი

რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, რუსული შეიარაღებული ძალები კი ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა იყოს აღიარებული - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. 

ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთის ყველა სახელმწიფო მოხელემ, ვინც მხარს უჭერს ამ სამარცხვინო ომს, მიიღოს ლოგიკური სასანქციო პასუხი დემოკრატიული სამყაროსგან. რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უნდა იქნას აღიარებული, რუსეთის შეიარაღებული ძალები კი ტერორისტულ ორგანიზაციად, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ მორიგი გეგმა გამოქვეყნდა.

როცა ამ გეგმაში მითითებული ყველა ძირითადი მიმართულება განხორციელდება, რუსეთის სამხედრო მანქანის დაფინანსების შესაძლებლობას დაკარგავს . გეგმა ითვალისწინებს შეზღუდვებს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე, საბანკო სექტორზე, ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციებზე. მომდევნო ნაბიჯებს შორის უნდა იყოს ასევე ნავთობის ემბარგო და რუსეთიდან ნავთობპროდუქტების მიწოდების სრული შეზღუდვა" - დასძინა პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები