რუსული ძალები მარიუპოლში ცინიკურად ესროდნენ თავშესაფრებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა - „აზოვის“ პოლკის ყოფილი მეთაური

21.04.22 13:06
რუსული ძალები მარიუპოლში ცინიკურად ესროდნენ თავშესაფრებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა - „აზოვის“ პოლკის ყოფილი მეთაური

რუსები მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, მარიუპოლის დაბომბვას განაგრძობენ - ინფორმაციას „აზოვის“ პოლკის ყოფილი მეთაური მაქსიმ ჟორინი ავრცელებს. 

რუსული ძალები არ წყვეტენ მარიუპოლის ტერიტორიების დაბომბვას ე.წ. "მწვანე დერეფნების" შესახებ მოლაპარაკებების ფონზე, რაც ზღუდავს იმ ადამიანების რაოდენობას, რომელთა ევაკუაციაც შესაძლებელია“- თქვა მაქსიმ ჟორინმა.

მისი თქმით, ქალაქში 100 000-ზე მეტი ადამიანია, ზოგიერთი მათგანი ნანგრევების ქვეშაა, ზოგი სარდაფებში, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება და მათ შორის არიან ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ბევრი მათგანი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზეა, ბევრი ბავშვი, ქალი, მოხუცი. დღეს კი, როცა მწვანე დერეფანზე შეთანხმდნენ, რუსები ცინიკურად ესროდნენ თავშესაფრებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა. რუსების ნდობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება,“- აღნიშნა ჟორინმა.

მსგავსი სიახლეები