უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს ცოცხალი ძალა და ტექნიკა აღარ ჰყოფნის

უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთს ძალები აღარ ყოფნის. ოკუპანტები მარაგებს ვერ ავსებენ და დიდი დანაკარგების გამო საბჭოთა დროინდელი აღჭურვილობის გამოყენება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ნდაზვერვის სამსახური ავრცელებს.
უკრაინის დაზვერვამ დადასტურა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმია ამჟამად ძველ სამხედრო ტექნიკას აგროვებს და ძველი საბჭოთა სარაკეტო დანადგარებით ცდილობენ დანაკარგების შევსებას.
ამის პარალელურად, პუტინის არმიას ცოცხალი ძალა აღარ ყოფნის. ვინც უკრაინელთა რისხვას გადაურჩა, გადარჩა, ფრონტის ხაზიდან გაქცევაზე ფიქრობს, ნაწილი კი იმალება.
რუსეთის არმიაში იმხელა დანაკლისია, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორებზე ახლა უკრიანელებს აგროვებენ და ბრძოლას აიძულებენ.
საღდგომოდ ომი არ შეჩერდება- გაერო-ს გენერალური მდივნის ინიციატივა ჩავარდა.
ტაძრებში წირვის პარალელურად რუსეთი უკრაინული ქალაქების ავიაიერიშსა და შტურმს არ შეწყვეტს.
გაერო-ს გენმდივანი, გუტიარეში, მოსკოვს სთხოვდა, მხარეებს 4 დღიანი სააღდგომო პაუზა გამოეცხადებინათ. რუსეთმა საბრძოლო მოქმედებების დროებით შეჩერებაზე უარი განაცხადა.