შოიგუ ირწმუნება, რომ მარიუპოლი სრულად დაიკავეს, ხოლო აზოვსტალის ტერიტორია ჩაკეტეს

21.04.22 13:21
შოიგუ ირწმუნება, რომ მარიუპოლი სრულად დაიკავეს, ხოლო აზოვსტალის ტერიტორია ჩაკეტეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, ირწმუნება, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლი სრულად დაიკავეს, ხოლო აზოვსტალის ტერიტორია ჩაკეტეს.

როგორც  შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, შეხვედრისას განაცხადა, "დღეს მთელი მარიუპოლი რუსეთის არმიის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის კონტროლის ქვეშ იმყოფება, ხოლო აზოვსტალის ქარხნის ტერიტორია, იქ მყოფი ნაციონალისტების ნარჩენებითა და უცხოელი დაქირავებული მებრძოლებით, საიმედოდ არის დაბლოკილი"

შოიგუს თქმით, რუსეთის ჯარებს სამი-ოთხი დღე სჭირდებოდათ აზოვსტალზე სამუშაოების დასასრულებლად.

 

მსგავსი სიახლეები