ოკუპანტებისგან 934 დასახლება გავათავისუფლეთ - ზელენსკი

21.04.22 13:26
ოკუპანტებისგან 934 დასახლება გავათავისუფლეთ - ზელენსკი

ვითარება ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მძიმე რჩება, ოკუპანტები არ წყვეტენ მცდელობებს "ერთგვარი გამარჯვების მოპოვებისთვის", – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ  მიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინის გათავისუფლებული ქალაქებისა და თემების ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება გრძელდება. პრეზიდენტის განცხადებით, ყველაზე დიდ საფრთხეებს შორისაა ოკუპანტების მიერ დაყენებული ნაღმები და აუფეთქებელი ჭურვები.

უკვე გათავისუფლებულია 934 დასახლება. პოლიციამ მუშაობა 435 დასახლებაში განაახლა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ 431 თემში დაიწყო მუშაობა. ჰუმანიტარული შტაბების მუშაობა 361 დასახლებაში დაიწყო. ჩვენ თანდათან ვუბრუნებთ ადამიანებს წვდომას სამედიცინო და საგანმანათლებლო სერვისებზე, სოციალური დაცვის სერვისებზე. აღვადგენთ საგზაო კომუნიკაციას, ელექტროენერგიის, გაზის და წყლის მიწოდებას", - განაცხადა პრეზიდენტმა.