ვითხოვთ ჰუმანიტარულ დერეფანს მარიუპოლის ქარხანა აზოვსტალთან! - უკრაინის ვიცეპრემიერი

"სასწრაფოდ ვითხოვთ ჰუმანიტარულ დერეფანს მარიუპოლის ქარხანა აზოვსტალთან!" - ამის შესახებ უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა დაწერა.
აზოვსტალში ახლა, დაახლოებით, 1 000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი ჯარისკაცია. დღეს ყველა უნდა გაიყვანონ აზოვსტალიდან!
მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, თავიანთი ძალისხმევა აზოვსტალისკენ მიმართონ. ახლა ეს საკვანძო წერტილი და საკვანძო მომენტია ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის!" - წერს ირინა ვერეშჩუკი.