ოკუპანტები მარიუპოლთან ომის დანაშაულის კვალს აქრობენ

რუსმა აგრესორებმა მარიუპოლის სიახლოვეს, სოფელ მანგუშში, რამოდენიმე საძმო სასაფლაო მოაწყვეს და იქ გადაჰყავთ გარდაცვლილი უკრაინელები.
ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პიოტრ ანდრიუშენკომ, განაცხადა.
მარიუპოლში ამჟერად სამხედრო დანაშაულებები ხდება. სოფელ მანგუშთან მივაკვლიეთ გვამების მასობრივი დამარხვის ფაქტებს. ოკუპანტებმა მოაწყვეს 30 მეტრის რადიუსის რამოდენიმე საძმო სასაფლაო, სატვირთო ავტომობილებით მოჰყავთ გარდაცვლილები და პირდაპირ ყრიან სამარხებში. - აცხადებს ანდრიუშენკო.
მარიუპოლის მერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ გვამებს უკუპანტები ათავსებენ პლასტიკურ პაკეტებში, რაც ადასტურებს ეჭვს იმის შესახებ, რომ ცხედრებს რუსები მარიუპოლის მიდამოებში თხრიან და სოფელ მანგუშში გადაჰყავთ.
ანდრიუშენკოს ვარაუდით, აღნიშნული ფაქტი რუსების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების პირდაპირი დადასტურებაა.