არ ვიცი, რამდენ საათს შეძლებენ მარიუპოლის ბლოკადაში მოქცეული მშვიდობიანი მოქალაქეები გაძლებას - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებს არ შეუძლიათ მარიუპოლის ალყის სამხედრო გზით მოხსნა.
არ ვიცით, რამდენ საათს თუ დღეს შეძლებენ მარიუპოლის ბლოკადაში მოქცეული ჩვენი მოქალაქეები გაძლებას. რაც შეეხება ჩვენს არმიას, მარიუპოლში ბლოკირების მოხსნა რომ შევძლოთ, საჭიროა ამ ოკუპირებული 120 კილომეტრის გავლის შესაძლებლობა გვქონდეს, რის საშუალებასაც დღეს რუსეთის ტექნიკა არ გვაძლევს - ეს სიმართლეა, ამის გაკეთება არ შეგვიძლია. ბლოკადაში მყოფი ხალხი, ადგილობრივები, ბავშვები, მოხუცები, სასმხედროები - ეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან არა ომს, არამედ ტერორისტულ ოპერაციას ჰგავს. იქ განადგურებულია ყველაფერი - შენობების 95-98%. საუბარია, სკოლებზე, საბავშვო ბაღებზე, ჩვეულებრივ საცხოვრებელ უბნებზე, ქარხნებზე, სანაპიროებზე. ეს ზღვისპირა ქალაქია, გესმით, თუ იქ რაღაც ცოცხალი დარჩა, სამი-4 %-ია"- თქვა ზელენსკიმ BFM TV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.