რუსული სისასტიკე - ჟიტომირში სარაკეტო იერიშს ერთი ოჯახის 5 წევრი შეეწირა

21.04.22 15:40
რუსული სისასტიკე - ჟიტომირში სარაკეტო იერიშს ერთი ოჯახის 5 წევრი შეეწირა

ჟიტომირში, რუსული არმიის სისასტიკეს ერთი ოჯახის 5 წევრი შეეწირა. ოკუპანტებმა იერიში საცხოვრებელ სახლზე მიიტანეს. საოკუპაციო ძალებმა საცხოვრებლებზე მოულოდნელად ორი სარაკეტო იერიში მიიტანეს. 

აფეთქების სიმძლავრე იმდენად დიდი იყო, რომ ცხედრები არა საცხოვრებელში, არამედ ეზოში აღმოაჩინეს. გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია.