პუტინი, რომელიც აღდგომის დღეებში უკრაინაში ომის შეწყვეტაზე უარს ამბობს, თავად ტაძარში ლიტურგიას დაესწრება

გრესორი ქვეყნის, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, რომელმაც სადღესასწაულო დღეებში უკრაინაში ომის შეწყვეტაზე უარი განაცხადა, თავად სააღდგომო ღვთისმსახურებას ერთ-ერთ ტაძარში დაესწრება.
ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, ავრცელებს.
ის აღდგომას ტაძარს ეწვევა, როგორც ამას ტრადიციულად აკეთებს“, - განაცხადა პესკოვმა პუტინის სადღესასწაულო გეგმებზე საუბრისას.
რუსეთმა გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტიერეშის მოწოდებას უკრაინაში სააღდგომო დღეებში ჰუმანიტარული პაუზა აეღოთ, უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გაეროს უკრაინის მუდმივ წარმომადგენელზე სერგეი კისლიცაზე დაყრდნობით ავრცელებს.