პუტინს ზელენსკის მოკვლის პირობა კადიროვმა მისცა - უკრაინის უშიშროების სამსახური
კადროვი პუტინის ზელენსკის მოკვლას ჰპირდებოდა - უკრაინის უშიშროების სამსახური რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე კრემლში გამართული შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს.
უშიშროების საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი აღნიშნავს, რომ შეხვედრა 3 თებერვლს შედგა. უკრაინის ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი პრეზიდენტ პუტინს შეპირდა, რომ ზელენსკის ლიკვიდაციას საკუთარ თავზე აიღებდა.
დანილოვის ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერი გეგმავდა, გამოეყო 3 ჯფუფი, რომელიც 26 მარტს შევიდოდა უკრაინაში ჰუმანიტარული, სამთავრობო კორიდორის საშუალებით და გაანეიტრალებდა უკრაინის პრეზიდენტს.
დანილოვის ინფორმაციით, აღნიშნული 3 ჯგუფიდან ერთ-ერთი სამართალდამცველებმა ადგილზევე გაანადგურეს. 2-მა ჯგუფმა კი კიევის დატოვება მოასწრო. მათგან ერთი დაჯგუფება დღესდღეობით მარიუპოლში იმყოფება, მეორე კი - დონეცკის ოლქში.