აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს
ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ინფორმაციით, აშშ უკრაინას 800 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს.
კიევი ამერიკისგან შორსმსროლელ არტილერიას, ჰაერსაწინააღმდეგი სისტემებს, მსუბუქ შეიარაღებასა და ავტომატებს უმოკლეს ვადაში მიიღებს.
დღეს გამოვაცხადე დამატებით 800 მილიონ დოლარიანი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რომელიც მოიცავს მძიმე არტილერიას, შორსმსროლელი არტილერიის 44 ათას ჭურვს. ეს ყველაფერი რეკორდულ დროში იქნება მიწოდებული უკრაინისათვის. ასეევ მსუბუქი შეიარაღება, ტყვიამფრქვევები, ამუნიცია, ავტომატები და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის იარაღები, ტაქტიკური სიტემები.
ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის დახმარებას - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.