რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ვერც ერთი გემი ამერიკულ პორტებში ვერ შევა - ჯო ბაიდენი

21.04.22 18:24
რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ვერც ერთი გემი ამერიკულ პორტებში ვერ შევა - ჯო ბაიდენი

ამიერიდან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ვერც ერთი გემი ამერიკულ პორტებში ვერ შევა- ამის სესახებ ამერიკის პრეზიდენტმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ჯო ბაიდენის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ამერიკამ სანქციების ახალი პაკეტი აამოქმედა.

მსოფლიოს წინაშე ვაცხადებ, რომ ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ახალი ფინანსური სანქციები გამოუშვა, რათა მიაგნოს რუსების გადამალულ ანგარიშებს. 

რუსებთან დაკავშირებული ვერც ერთი ხომალდი, რუსების დროშის ქვეშ მცურავი ვერც ერთი გემი8 ვერ შევა ამერიკულ პორტში.  ვიმეორებ, ვერც ერთი. - განაცხადა ბაიდენმა

მსგავსი სიახლეები