რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის ხელოვნების მუზეუმი გაძარცვეს

21.04.22 19:51
რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის ხელოვნების მუზეუმი გაძარცვეს

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში მდებარე ხელოვნების მუზეუმი გაძარცვეს და იქიდან იუხიმ ჰარაბეტის მედლების ხელოვნების უნიკალური კოლექცია მოიპარეს.

ქურდობის შესახებ ინფორმაციას ქალაქ მარიუპოლის საკრებულო ავრცელებს.

ნამუშევრები ხელოვნების მუზეუმს იუხიმ ჰარაბეტის მეუღლემ, უკრაინის სახალხო არტისტმა, სვიტლანა ოჩენაშენკო-ჰარაბეტმა, გადასცა.
იუხიმ ჰარაბეტი (1929-2004) იყო უკრაინელი მხატვარი,  სსრკ მხატვართა კავშირის წევრი, სსრკ დამსახურებული არტისტი, მარიუპოლის საპატიო მოქალაქე.

შემოჭრის დღიდან რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში დააზიანეს, გაანადგურეს, ან გაძარცვეს  სულ მცირე 166 კულტურული ძეგლი.