"რუსები ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებს ყრიან" - "აზოვსტალის" ნანგრევებში ხალხია მოყოლილი

22.04.22 11:03
"რუსები ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებს ყრიან" - "აზოვსტალის" ნანგრევებში ხალხია მოყოლილი

"აზოვსტალის" ნანგრევებში ხალხია მოყოლილი. ბუნკერები, სადაც რუსულ ბომბებს თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა,  აფეთქებული ბეტონის ნამსხვრევებითაა ჩახერგილი. აზოვის მებრძოლები მდგომარეობის სანახავად მიწის ქვეშ ჩასვლას ვერ ახერხებს. იქ, სადაც წვდომა აქვთ, ბევრი დაჭრილია, რომელთა სასწრაფო ევაკუაციაა საჭირო.

ამ დროისათვის "აზოვტსალის" ქარხანას ისევ უკრაინა აკონტროლებს, თუმცა ქალაქი რუსი ოკუპანტების ალყაშია. 

აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი ამბობს, რომ ვიდრე ისინი აზოსვტალში იმყოფებიან, მარიუპოლი არ დაეცემა. 

"აზოვსტალის" ტერიტორიაზე ყველა შენობა პრაქტიკულად განადგურებულია. ისინი ყრიან ბომბებს, ბუნკერსაწინააღმედგო ბომბებს, რაც იწვევს უზარმაზარ ნგრევას. ჩვენ გვყავს დაჭრილები და დაღუპულები ბუნკერებში. მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი დანგრეული შენობების ქვეშ რჩება. სანამ ჩენ აქ ვართ, მარიუპოლი უკრაინის კონტრლის ქვეშ რჩება. მშვიდობიანი მოქალაქეები მებრძოლებისგან მოშორებით სარდაფებში იმყოფებიან. თითოეულში 80-100 ადამაინია. საერთო რაოდენობა უცნობია, რადგან რამდენიმე შენობა განადგურებულია და მებრძოლები დაბომბვის გამო იქამდე ვერ აღწევენ.ზიგიერთი ბუნკერი შესასვლელი დაბლოკილია მძიმე ბეტონის ფილებით, რომელთა გადაადგილება მხოლოდ მძიმე ტექნიკას შეუძლია. ვაგრძელებთ კონტაქტს იმ მშვიდობიან მოქალაქეებთან, რომლებიც რჩებიან ისეთ ადგილებში, სადაც შეგვიძლია მივიდეს. იქ 3 თვის ასაკის ჩვილებიც კი არიან, - ამბობს პალამარი.

მარიუპოლის მერი რუსეთის ქალაქიდან ევაკუაციის შეუძლებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთმა ჰუმანიტარულ კორიდორთან დაკავშირებით ყველა შეთანხმება ჩაშალა.

მარტის პირველი დღეებიდან დავიწყეთ ევაკუაცია. მათ ჩაშალეს ეს პროცესი. ჩვენ დავასახელეთ ადგილები, საიდანაც მოხდებოდა ხალხის გაყვანა. გვთოხვეს, მოგვეცით რუქა, საიდანაც დაიწყება ევაკუაცია. ჩვენ მათ რუქა მივეცით. მათ გვკითხეს, "რამდენი ავტობუსი გყავთ?" ვუთხარით ავტობუსების რაოდენობა. მათ გაანადგურეს და დაანგრიეს ყველა ის ადგილი, გაანადგურეს ჩვენი ავტობუსებიც. მათ ჩაშალეს ევაკუაციის პროცესი. ქალაქში ჯერ კიდევ 100 ათასი ადამიანია, რომლებიც უკვე მეორე დღეა ევაკუაციას ელოდებიან და სწორედ ამდენ ავტობუსს გვაძლევენ, ძალიან ცოტას, როგორც გუშინ მოგვცეს. თქვეს, 90 ავტობუსი იქნებაო, მაგრამ მხოლოდ 7 მათგანი ჩამოვიდა.  დღეს მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა გაათავისუფლონ და სამხედროებ, რომლებიც იქ ელდებიან ამ გასცვლას, უნდა გაცვალონ. ძალზე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯარისკაცებს არ სურთ დანებება. ისინი მზად არიან დატოვონ მარიუპოლი მხოლოდ იარაღით ხელში და განაგრძონ ჩვენი სამშბლოს, ჩვენი უკრაინის დაცვა, - ამბობს ვიტალი კიმი. 

 

მსგავსი სიახლეები