რატომ გადაიფიქრა პუტინმა "აზოვსტალის" აღება - არესტოვიჩი მიზეზებზე საუბრობს

რატომ გადაიფიქრა პუტინმა ზოვსტალზე შტურმი - უკრაინის პრეზიდენტის ოფისი წარმომადგენლის ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტს მხარეებს შორის მოლაპარაკებების ჩაშლის შეეშინდა. მისი თქმით, პუტინმა მარიუპოლისთის ბრძოლა წააგო.
პუტინმა წააგო ბრძოლა მარიუპოლისთვის, მათ "აზოვსტალის" აღება არ შეუძლიათ. ხვდებიან, რომ თუ "აზოვსტალის" აღების ამოცანას დაისახავენ, იქ ყველაზე მთავარ და ღირებულ რესურსს ჩადებე. მათ ჯარები გაიყვანეს მარიუპოლიდან, ახლა კი ჩენი ჯარისკაცებისთის მათი განადგურება ყოველდღიურად უფრო ადვილი იქნება. მათ არ ჰყავთ საკმარისი ჯარი "აზოვსტალის" გარშემო. ახლა კი მარიუპოლის დაკარგვის საფრთხე შემცირდა. მათ შეეშინდათ ზელენსკის განცხადების, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს დატოვებდა თუ იქ ჩენი ჯარისკაცები დაიღუპებოდნენ. მათ ეშინიათ, რომ უკრაინა მოლაპარაკებების პროცესს დატოვებს, - განაცხადა არესტოვიჩმა.
ამავე მიზეზებზე საუბრობს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროც. უწყების ინფორმაციით, რუსეთის მიერ ქარხნის სრული სახმელეთო თავდასხმა სავარაუდოდ, რუსეთის მნიშვნელოვან დანაკარაგებს გამოიწვევს.