დანგრეული სახლები და უბნები - ოკუპანტები ხარკოვში მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბავენ

დანგრეული სახლები და უბნები - უკრაინის აღმოსავლეთით სარაკეტო იერიშები არ წყდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების მთავრი სამიზნე ხარკოვი იყო. რუსი სამხედროები ქალაქს განუწყვეტლივ რეჟიმში ბომბავდნენ. ამის მიუხედევად, ხარკოვის თავდაცვის გარღვევას ოკუპანტები მაინც ახერხებენ და ისევ იერიშები ისევ მშვიდობიან მოქალაქეებზე მიაქვთ.
18 აპრილის შემდეგ სახლში აღარ მივსულვარ, თავშესაფარში ვიყავი. მხოლოდ ზოგჯერ გამოვდიოდი. დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩემი კორპუსის რამდენიმე სართული სრულად დანგრეული და გადამწვარია. ამ დროს ისევ აფეთქებების ხმა გავიგე. ვიყურებოდი და კორპუსი ჩემს თვალწინ ჩამოინგრა. ისე დაეცა ამხელა შენობა, რომ თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი. ყველაფერი დავკარგე, მხოლოდ ის დამრჩა, რაც თან მქონდა წაღებული, - ამბობს ერთ-ერთი ხარკოველი.