ომის მორიგი დანაშაული - სლავიანსკში ოკუპანტებმა კასეტური ბომბები ისროლეს
სლავისნსკში რუსეთმა აკრძალული იარაღი, კასეტური ბომბები, გამოიყენა. ქალაქში მტრის მთავარი სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.
ქალაქის ხელმძღვანელობა მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
ეს ღამე მძიმე იყო. მთელი ღამე აფეთქებები ისმოდა. ქალაქი დაიბომბა. რუსეთმა გამოიყენა კასეტური ბომბები, რაც აკრძალულია. ამ ეტაპზე მსხვერპლის შესახებ მონაცემები არ გვაქვს.
ხალხს ვთხოვ, ქალაქი დატოვონ, რადგან აქ ყოფნა უსაფრთხო აღარ არის, - განაცადა ქალაქის მერმა.