მარიუპოლის დებლოკადა - მთავრობა საკითხზე მუშაობას განაგრძობს

უკრაინა მარიუპოლის განსაბლოკად მუშაობას განაგრძობს. უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელის თქმით, ქალაქის დებლოკადა შესაძლებელი მაშინ იქნება, როცა უკრაინა დასავლეთიდან სათანადო სამხედრო ტექნიკას მიიღებს. ოლექსეი დანილოვი ასევე ამბობს, რომ მიმდინარეობს მუშაობა საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარების მხრივაც.
შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამხედროები და ჩვენი პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მარიუპოლის დებლოკადა მოხდეს. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ ასევე დიპლომატიური გზებით. მარიუპოლის განბლოკვის თემით არის დაკავებული ქვეყნის პრეზიდენტი, ასევე განიხილება სხვა საკითხები ქალაქთან დაკავშირებით, რომელიც რაშისტების ბლოკადაშია, - ამბობს ოლექსეი დანილოვი.