ხარკოვში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის რეაქტიული ზალპური 3 სისტემა გაანადგურეს

22.04.22 13:29
ხარკოვში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის რეაქტიული ზალპური 3 სისტემა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსი ოკუპანტების რეაქტიული ზალპური ცეცხლის 3 სისტემა. ინფორმაციას უკრაინის მესაზღვრეების სამსახური ადასტურებს.

ხარკოვის ოლქში მესაზღვრეებმა მიიღეს ინფორმაცია ოლქის რამდენიმე დასახლებულ პუნქტში ოკუპანტების არტილერიის თავმოყრის შესახებ.

ინფორმაცია მიწოდებულ იქნა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. საბოლოოდ, მითითებულ კოორდინატებზე მოხდა გასროლა. დაიღუპა ბევრი ორკი, განადგურდა 3 ზალპური და მტრის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. - ნათქვამია მესაზღვრეების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

მსგავსი სიახლეები