"საკონცენტრაციო ბანაკები უნდა მოეწყოთ" - პუტინის გეგმა უკრაინის უშიშროებამ გაშიფრა
ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის გეგმა - პუტინი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქების აღებას 9 მაისამდე გეგმავდა. მას გამარჯვების აღლუმის ჩატარება სწორედ აღებულ ქალაქებში სურდა, მაგრამ გეგმები ჩაეშალა.
უშიშროების საბჭომ რუსეთის პრეზიდენტი მოქმედების გეგმა გაშიფრა. უწყების ინფორმაციით, ოკუპანტები დაპყრობილ ქალაქებში საფილტრაციო ბანაკების მოწყობას აპირებდნენ, საიდანაც მოქალაქეებს ციმბირში ქალაქების ასაშენებლად გაამგზავრებდნენ. საბჭოს ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა პირადად ვლადიმერ პუტინმა და სერგეი შოიგუმ შეიმუშავეს.
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი პირდაპირ ამბობს, რომ პუტინის გეგმები ვერ შესრულდება და ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
ჩვენ გვესმის, რომ პუტინი გაჩერებას არ აპირებს. არც 9 მაისს, არც 10 მაისს და არც 20 მაისს. პუტინის ამოცანა, რომელიც მან თავის სამხედროებს დაუსახა, საკმაოდ მარტივია: ჩვენი სახელმწიფოს ნგრევა, მათ სხვა დავალება არ აქვთ. საერთოდ არ ჰგონიათ, ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ.
უფრო მეტიც, დაწერილია გეგმა, თუ როგორ უნდა გავენადგურებინეთ. ჯერ საკონცენტრაციო ბანაკები იქნებოდა, შემდეგ კი იქიდან უნდა გაეგზავნათ ციმბირში 3-5 ქალაქის ასაშენებლად, რაც პუტინმა შოიგუსთან ერთად გადაწყვიტა. ციმბირის აშენებას აპირებდნენ ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე. ეს იყო მათი გეგმა, - ამბობს ოლექსეი დანილოვი.