რუსეთმა 1 დღეში 1220 სახლი დაბომბა - ომის დანაშაულის კიდევ ერთი მტკიცებულება

ოკუპანტი ქვეყნის მთავრობა რუსული არმიის წარმატებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უკრაინაში 1220 სახლი დაიბომბა. ოკუპანტები თავს იმით იმართლებენ, რომ საცხოვრებელ სახლებში უკრაინელი სამხედროები იმყოფებდონენ.
სარაკეტო არტილერიით ღამის განმავლობაშ განხორციელდა1285 სარაკეტო იერიში. განასგურებულია საწვავის 9 საცავი, მართის 37 პუნქტი, დაიბომბა 1220 სახლი, რომელიც იყო სამხედროების თავშეყრის ადგილი. რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განადგურებულია 7 უპილოტო საფრენი აპარატი, - აცხადებს ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო.