"სიტუაცია კრიტიკულია, ძალიან ბევრი დაჭრილია" - რას ყვებიან "აზოველების" მეუღლეები

მარიუპოლის მცველების მეუღლეები, რომლებიც ჯარისკაცებთან დრო და დრო კომუნიკაციას ახერხებენ, ამბობენ, რომ "აზოვსტალის" ქარხანაში სიტუაცია კრიტიკულია. მათ თქმით, ჯარისკაცებს არ აქვთ საკვები და საჭირო მედიკამენტები.
ძალიან ბევრი დაჭრილია, რომელთაც სათანადო დახმარებას ვერ უწევენ. წამლები არ აქვთ, ისინი მშივრები არიან. ის ასევე ძალიან ბევრია მშვიდობიანი მოქალაქე. ბევრი ბავშია, რომლებსაც ასევე სურთ იქიდან გამოსვლა და სიცოცხლე. იქ მყოფ ყველა ბიჭს უნდა გამოსვლა და სიცოცხლე, - ამბობს აზოვის ბატალიონის ერთ-ერთი წევრი მეუღლე.
მეუღლესთან კომუნიკაცაის იხსენებს კიდევ ერთი უკრაინელი ქალი.
ვიცი, რომ ჭურვი ჩამოვარდა იქ, სადაც ჩვენი დაჭრილი სამხედროები იყვნენ. ეს ვიცი, მეტი არაფერი. ჩემი ქმარი დაჭრილია. ბოლოს 4 დღის წინ მომწერა. ის მიყვებოდა, რომ ვითარება ძალიან რთულია, კრიტიკულია, რომ მათ ძალიან სჭირდებათ დახმარება. საქმე იმაშია, რომ ისინი არ კარგავენ მხნეობას და დარწმუნებულები არიან, რომ მათ დაეხმარებიან, - ამბობს ქალი.
უკრაინელი ჯარისკაცის კიდევ ერთი მეუღლე ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის იმედი აქვთ. მისი თქმით, პრეზიდენტი მარიუპოლს არ დათმობს და არც აზოვის ბატალიონის წევრებს მიატოვებს გასაჭირში.
გუშინ მომივიდა შეტყობინება, რომ ყველაფერი ნორმალურადაა, ჩვენ ვუძლებთო. მე ვიცი, რომ ისინი ელოდებიან დახმარებას, დახმარებას ჩვენი ხელისუფლებისგან, პრეზიდენტისგან, გამოდის. ასე რომ, ჩენ გვჯერა ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ მათ არ მივატოვებთ, ყველაფერს გავაკეთებთო. ჩვენ გვჯერა, რომ ის არ მიატოვებს ქალაქ მარიუპოლს და ბიჭებს დაეხმარება, რომლებიც ამდენი ხანია იცავენ ქალაქს. არ გვინდა, რომ პრეზიდენტმა ჩააბაროს მარიუპოლი, როგორც პოროშენკომ ჩააბარა დებალსერო, - ამბობს ერთ-ერთი მებრძლის მეუღლე.