"ძალადობენ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად" - სად მიჰყავთ უკრაინელი ტყვეები

სად მიჰყავთ ოკუპანტებს დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცები - მარიუპოლის მერი ჯარისკაცები მძიმე ყოფაზე ყვება. ვიტალი კიმის თქმით, ტყვეებს რუსები სამ კატეგორიად ყოფენ. აქედან ერთ ნაწილს დონბასში შავი სამუშაოების შესასრულებლად აგზავნიან, ნაწილს კი ციხეებს სვამენ და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ.
მარიუპოლის დაცინვა გრძელდება. რუსები ადგილობრივი მამაკაცებს სამ კატეგორიად ყოფენ და შემედგ ციხეში აგზავნიან ან აგრესორისთვის აიძლებენ მუშაობას. ისინი არიან სახელმწიფო და მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც სჯიან და აგზავნიან ციხეებში, რომლებშიც სხედან კვირეების და თვეების განმავლობაში. მათზე ძალადობენ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად. იმ ადამიანების ნაწილს აგზავნიან დონეცკის ოლქში და უერთდებიან რუსულ ჯარსსაუბარია მარიუპოლის მცხოვრებლებზე, რომლებიც ჩართულები არიან გასუფთავების სამუშაოებში, - ამბობს ქალაქის მერი.