წითელი ხაზი გადაკვეთილია - პუტინის ბანდ-ფორმირებებმა ეუთოს მისიის წარმომადგენელი დააკავეს
რუსეთის იერიში საერთაშორისო ორგანიზაციებზე - პუტინის ბანდ-ფორმირებებმა ეუთოს სადაკვირვებლო მისიის თანამშრომელი დააკავეს. საერთაშორისო ორგანიზაციის მონიტორინგის ჯგუფის წევრს, რომელიც იმუნიტეტით სარგებლობს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახუებისთვის ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებენ.
ფაქტის ამსახველ კადრებს ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები აქვეყნებენ.