ევროსაბჭოს პრეზიდენტმა მოუწოდა პუტინს, უზრუნველყოს მარიუპოლის ჰუმანიტარული კორიდორის უსაფრთხოება

22.04.22 16:50
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა მოუწოდა პუტინს, უზრუნველყოს მარიუპოლის ჰუმანიტარული კორიდორის უსაფრთხოება

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, რუსეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრის დროს მოუწოდა, უზრუნველყოს მარიუპოლის ჰუმანიტარული კორიდორის უსაფრთხოება. ინფორმაცია მიშელმა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა. 

სატელეფონო საუბრისას მას დაჯინებით მოვთხოვე უსაფრთხო გასასავლელი მარიუპოლიდან და სხვა ქალაქებიდან, მით უმეტეს, რომ ახლოვდება მართლმადიდებელი აღდგომა. 

კვლავ ვადასტურებთ უკრაინის მიმართ მყარ პოზიციას-ჩვენს მხარდაჭერას მის სუვერენიტეტისადმი, რუსული აგრესიის განკიცხვასა და სანქციებს. უკრაინასთან ჩვენი პრინციპები და ღირებულებები საერთოა. - განაცხადა მიშელმა.

უკრაინაში ბოლო ვიზიტის დროს შარლ მიშელმა აღიარა, რომ ევროკავშირი დათანხმდა, შეისყიდოს მძიმე არტილერია, რათა ის შემდგომში უსასყიდლოდ გადასცეს უკრაინას.