უმძიმესი ამბავი ირპენიდან - ოკუპანტებმა დედა-შვილი გააუპატიურეს და მოკლეს

უმძიმესი ამბავი ირპენიდან - სამმა რუსმა ჯარისკაცმა დედა და 15 წლის უმცროსი შვილი გააუპატიურა. საზარელი დანაშუალი მეორე, 17 წლის შვილის თვალწინ მოხდა. გაუპატიურების შემდეგ ოკუპანტებმა დედა-შვილი მოკლეს და შემთხვევის ადგილზე, სახლში დატოვეს. ფაქტის შემსწრე გოგონას ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმდენად მძiმე იყო, რომ 4 დღის განმავლობაში ცხედრების გვერდით იცხოვრა და სახლის დატოვება მხოლოდ ირპენის გათავისუფლების შემდეგ მოახერხა.
კიდევ ერთი მძიმე ამბის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველი საუბრობს. რუსი ჯარისკაცები ჯგუფურად მამაკაცების თანდასწრებით ქალებს აშიშვლებდნენ და გარყვნილ ქმედებებს სჩადიოდნენ. ლუდმილა დენისოვამ სკანდალური ინტერვიუ ცოტა ხნის წინ ამერიკულ მედიას მისცა.
ვფიქრობ, რომ თქვენ ყველამ ნახეთ ჩვენი 15 ქალი როგორ იყო ყველა გაპარსული. გააშიშვლეს კაცების თანდასწრებით. სხვადასხვა უხამსობა ჩაიდინეს მათ მიმართ. ამცირებდნენ, ისევე, როგორც ჩვენი სამხედროები წაიყვანეს ზმეინის კუნძლიდან. თქვეს, რომ კარვებშ სიცივეშ საკვების გარეშე ამყოფებდნენ. აქ ჩამოვიდნენ ხელ-ფეხ მოყინულები, რადგან ძალიან ციოდა იმ ადგილას, სადაც ისინი ჰყავდათ. ტემპერატურა ნულამდე იყო. საკვებსაც კი არ აწვდიდნენ და ამრიგად, რუსეთსი ფედერაციამ დაარღვია 1989 წლის ჟენევის კონვენცია სამხედრო ტყვეებთან მოპყროსბი შესახებ, - განაცხადა დენისოვამ.