დონეცკში ოკუპანტებმა საავადმყოფო დაბომბეს

22.04.22 17:42
დონეცკში ოკუპანტებმა საავადმყოფო დაბომბეს

დონეცკის ოლქში, ქალაქ ლიმანში ოკუპანტებმა საავადმყოფო დაბომბეს. შენობა რამდენიმე საათის განმავლობაში ცეცხის ალში იყო გახვეული. ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. 

პაველ კირილენკოს ცნობით, დამწვარია არა მარტო საავადმყოფოს შენობა, არამედ მის ახლოს მდებარე სახლებიც.