და ვინ არის შემდეგი? - ზელენსკი მსოფლიოს აფრთხილებს

"რუსეთი უკრაინაში შეჭრა მხოლოდ დასაწყისია, კრემლს სხვა ქვეყნების ხელში ჩაგდება უნდა" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ნეიტრალური პოზიციის დაკავება იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც შეიძლება, რუსეთის თავდასხმის შემდეგი სამიზნეები გახდნენ, სარისკოა:
და ვინ არის შემდეგი? თუ ვინმეს, ვინც შეიძლება გახდეს შემდეგი, სურს დარჩეს ნეიტრალური დღეს, რათა არაფერი დაკარგოს, ეს ყველაზე სარისკო ფსონია. იმიტომ, რომ ყველაფერს დაკარგავს" - თქვა ზელენსკიმ.
მისივე ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების ამოცანა ახლა უკრაინის სამხრეთზე კონტროლის დამყარებას და მოლდოვის საზღვართან მისვლაა. თითქოს იქ, მოლდოვაში, რუსულენოვანთა უფლებები ირღვევა.
სიმართლე გითხრათ, ტერიტორია, სადაც რუსეთმა რუსულენოვანი ადამიანების უფლებებზე უნდა იზრუნოს, თავად რუსეთია. სადაც არ არის სიტყვის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება, უბრალოდ არ არსებობს განსხვავებული აზრის უფლება, სადაც სიღარიბე ხარობს და სადაც ადამიანის სიცოცხლე უსარგებლოა. ისინი ჩვენთან ომში მოდიან, რომ მოიპარონ თუნდაც ის, რაც ჩვეულებრივ ცხოვრებას წააგავს.
რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ მანამ, სანამ საჭირო იქნება რუსეთის ფედერაციის ამ ამბიციის დასანგრევად, მაგრამ ყველა ერმა, რომელსაც სჯერა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, ჩვენთან ერთად უნდა იბრძოლოს. ისინი უნდა დაგვეხმარონ, რადგან ამ გზაზე პირველები ვართ", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.