მძიმე ღამე უკრაინაში - რუსული ჯარები დონეცკში, მთელი ხაზის გასწვრივ, შეტევას ახორციელებენ

23.04.22 10:49
მძიმე ღამე უკრაინაში - რუსული ჯარები დონეცკში, მთელი ხაზის გასწვრივ, შეტევას ახორციელებენ

რუსული სამხედრო ძალები დონეცკის მიმართულებით, მთელი ხაზის გასწვრივ, აქტიურ შეტევასახორციელებენ.

მტრის შეტევა კონცენტრირებულია სევეროდონეცკის მიმართულებით.

ისინი ახორციელებენ ინტენსიურ საცეცხლე შეტევას ჩვენს ჯარებზე, რათა შექმნან პირობები სლავიანსკზე შეტევის განვითარებისთვის". - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში. 

მათივე ცნობით, საოკუპაციო ძალები აზოვსტალის ბლოკადას არძელებენ, სადაც მარიუპოლის მცველები არიან განლაგებულები. 

აზოვსტალში იმყოფება 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. პარალელურად, რუსეთი ახორციელებს საჰაერო დარტყმებს მარიუპოლზე.

გენშტაბის ცნობით, რუსი სამხედროები ცდილობენ, დაიკავონ პოზიციები ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებთან, მაგრამ განიცდიან სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვან დანაკარგს. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი აცხადებს, რომ რუსული ქვედანაყოფები ახორციელებენ შეტევითი და თავდასხმის ოპერაციებს ქალაქ იზიუმის სამხრეთით. ამ გზით რუსული არმია ცდილობს, გარს შემოუაროს უკრაინული ჯარების დონბასის დაჯგუფებას.

იზიუმში მოქმედებენ 64-ე ცალკეული მოტორიზებული ბრიგადის ქვედანაყოფები, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლება ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში ხოცვა-ჟლეტაში ადანაშაულებს.