მარიუპოლთან კიდევ ერთი მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს
მარიუპოლთან, სოფელ ვინოგრადნეში კიდევ ერთი მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს - ინფორმაციას და ფოტოს მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ავრცელებს.
20 აპრილს გადაღებული სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ მასობრივი სასაფლაოს სიგრძე 45 მეტრი, სიგანე კი 25 მეტრია.
წინასწარი ინფორმაციით, სასაფლაოზე, შესაძლოა, რუსების მიერ მოკლული მინიმუმ ათასი მარიუპოლელის ცხედარი იყოს.