ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინაში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია - ბრტანთის დაზვერვა

23.04.22 11:10
ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინაში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია - ბრტანთის დაზვერვა

"გაზრდილი აქტიურობის მიუხედავად, რუსულმა ძალებმა ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას ბოლო 24 საათში", - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

"რუსეთის საჰაერო და საზღვაო ძალებს არ დაუმყარებიათ კონტროლი არც ერთ ტერიტორიაზე, უკრაინის საჰაერო და საზღვაო თავდაცვის ეფექტურობის გამო, რაც ამცირებს მათ შესაძლებლობას მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევაში“- ამბობს ბრიტანეთის დაზვერვა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, მძიმე ბრძოლა გრძელდება მარიუპოლშიც.