რუსებმა აზოვსტალზე საჰაერო იერიში განაახლეს
რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალზე საჰაერო იერიში განაახლეს - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გაავრცელა.
მტერი ცდილობს ჩაახშოს მარიუპოლის დამცველთა საბოლოო წინააღმდეგობა აზოვსტალის რაიონში და განაახლა საჰაერო დარტყმები ქარხნის ტერიტორიაზე, ჩვენი ჯარების თავდაცვის ზონაზე და შეეცდება, თავდასხმითი შეტევების განხორციელებას", - განაცხადა არისტოვიჩმა.
ამის პარალელურად რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი, მიხაილ მიზინცევი მარიუპოლში მყოფებს დანებებას და აზოვსტალზე "თეთრი დროშების აღმართვს" ურჩევს.