უკრაინის ძალებმა ხარკოვის რაიონის სამი დასახლებული პუნქტიდან რუსი სამხედროები განდევნეს

23.04.22 16:45
უკრაინის ძალებმა ხარკოვის რაიონის სამი დასახლებული პუნქტიდან რუსი სამხედროები განდევნეს

ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი კარგ ამბავს ავრცელებს - მისი თმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის შედეგად, ხარკოვის რაიონის სამი დასახლებული პუნქტიდან რუსი სამხედროები განდევნეს.

კარგი ამბავი გვაქვს ფრონტის ხაზიდან. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს. გუშინ დილით მათ მტრის წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციები დაიწყეს. სასტიკი ბრძოლა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ჩვენმა ქვედანაყოფებმა რუსული ჯარი განდევნეს დერგაჩევსკის რაიონის შემდეგი დასახლებებიდან: ბეზრუკიდან, სლატინოდან, პრუდიანკადან და პოზიციები გაამაგრეს “, - წერს სინეგუბოვი.

რაც შეეხება იზიუმს, სინეგუბოვის თმით, უკრაინელი დამცველები თავდაცვითი ხაზების გამაგრებას აგრძელებენ.