ოდესაში დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, რუსულ ტყვიას 3 თვის ბავშვი ემსხვერპლა

ოდესაში დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. მათ შორისაა 3 თვის ბავშვიც - ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა გაავრცელა. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოდესაში 18 ადამიანი დაშავდა, თუმცა ეს არაა საბოლოო მონაცემები და დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი სავარაუდოდ უფრო მაღალია.