ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის კედელი გვჭირდება - კულებას მიმართვა

ჩვენ გვჭირდება კედელი ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ქალაქ ოდესაზე საჰაერო თავდასხმის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ოდესაზე რუსეთის მიერ სარაკეტო იერიშის ერთადერთი მიზანი ტერორია.
რუსეთი უნდა დასახელდეს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და შესაბამისად უნდა მოექცნენ. არც ბიზნესები, არც კონტაქტები, არც კულტურული პროექტები, ჩვენ გვჭირდება კედელი ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის, რომლებიც მშვიდობიან ქალაქებს თავს რაკეტებით ესხმიან"- განაცხადა მან.