"ოკუპანტები ჩვენზე შტურმს გეგმავენ" - "აზოვი" აღდგომა დღეს დახმარებას ითხოვს

24.04.22 14:55
"ოკუპანტები ჩვენზე შტურმს გეგმავენ" - "აზოვი"  აღდგომა დღეს დახმარებას ითხოვს

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი აღდგომა დღესასწაულზე მსოფლიოს დახმარების თხოვნით მიმართავს. პალამარი მსოფლიო ლიდერებს მარიუპოლიდან მოქალაქეების უსაფრთხოდ გაყვანას ითხოვს. 

მისი თქმით, მარიუპოლში ავიაბომბები ყოველ 3 წუთში ერთხელ ცვივა, ოკუპანტები კი ქალაქის დაცვის გარღვევას ცდილობენ. პალამარი ამბობს, რომ მცველები ბოლომდე იბრძვიან. 

დღეს დიდი დღეა. ამის მიუხედავად, მტერი ავიაბომბეის ჩამპგდებას განაგრძობს. ისვრიან სახომალდო არტილერიიდან, ქვემეხებიდან, ისვრიან ტანკებიდან, ქვეითი ჯარი შტურმის განხორციელებას ცდილობს. მინდა, რომ ამ დღეს ფრონტიდან ან სახლიდან ყველა ფასეულობებზე დაფიქრდეს. ომის მე-60 დღეს, მე ვფიქრობ, რომ ყველა მიხვდა, მატერიალური მდგომარეობა არაფერს ნიშნავს საკუთარ შვილებთან ჩახუტებასთან, ახლობლებთან საუბართან, სიჩუმით ტკბობასთან... იმ დროს, როდესაც თქვენ სააღდგომო სურათებს აქვეყნებთ, მარიუპოლშ მტერი ბომბებს უდანაშაულო ბავშვებს ესვრის, - წერს პალამარი.